ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა – ჯო ბაიდენი

0
306
President Joe Biden speaks about COVID-19 vaccinations, from the East Room of the White House, Thursday, March 18, 2021, in Washington. (AP Photo/Andrew Harnik)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, რადგან თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.

“ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ [უკრაიანა]. ეს არაა ისე, თითქოს საქმე გვქონდეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს წყობიდან”, – თქვა ბაიდენმა.

ხუთშაბათს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულტაციო გაფრთხილება გამოსცა, რომ აშშ ვერ შეძლებს მისი მოქალაქეების ევაკუაციას უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, რუს სამხედროებს შეეძლოთ სრულმასშტაბიანი შეჭრა, ტანკებით, რომლებიც პოტენციურად 48 საათში მიაღწევდნენ კიევამდე.

ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ის და ბელარუსი ამ დროისთვის სამხედრო წვრთნებს ატარებენ. მიუხედავად ამისა, პუტინი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

წინა სტატიასამხედრო ოფიცერი, რომლის ცხედარი სოფელ ორთაშენში იპოვეს, 45 წლის შალვა ტაბატაძეა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის წამებაში მონაწილე პირებს ბრალი წარედგინებათ და შესაძლოა, ძებნაც გამოცხადდეს, მათ შორის ინტერპოლით – გრუშოვეცი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური