მთავარისიახლეებიმსოფლიორეზოლუციაში რუსეთის არ ხსენება სირცხვილია! - ევროპარლამენტარები ქართული ოცნების წინააღმდეგ

რეზოლუციაში რუსეთის არ ხსენება სირცხვილია! – ევროპარლამენტარები ქართული ოცნების წინააღმდეგ

Published on

გავლენიანი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სამარცხვინოს უწოდებს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

ევროპარლამენტარისთვის გაუგებარია, ისაუბრო აგრესიაზე და მისი მთავარი ავტორი, რუსეთი არ დაასახელო.

ეს იყო სირცხვილი, სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი, რომ ასეთ მომენტში, საქართველოს ხელისუფლება რეზოლუციას რუსეთის, ანუ იმ ქვეყნის ხსენების გარეშე გამოაქვეყნებდა, რომელიც ახლა უკრაინას ებრძვის. ჩემთვის ეს იმედგაცრუება იყო”- აცხადებს “ტვ პირველთან” ვიოლა ფონ კრამონი.

პეტრას აუსტრევიჩიუსის თქმით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა.

მხარდაჭერის ჩვენება ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც იგივე გასაჭირში არიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მკაფიო მესიჯი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის, რომ არამარტო იოცნებონ, არამედ იმოქმედონ. ეს სოლიდარობის დემონსტრირებაა იმაზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ჩვენ არ დავიღლებით ამის ჩვენებით, და გავაკეთებთ იმავეს, სანამ ამის საჭიროება იქნება. პუტინმა ეს მესიჯი ბრიუსელიდან, ებროპარლამენტარებისგან უნდა გაიგოს”- თქვა ევროპარლამენტარმა.

კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, მაიკლ გალერი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მათ წუხილებს ისინი “ქართული ოცნების” ლიდერებს გააცნობენ, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებიან.

მესიჯი არის იგივე – საქართველომ უნდა შეასრულოს რეფორმები რომელიც დაიწყო და არ უნდა მიატოვოს ის შუა გზაში. ჩვენ გჭირდება არსებითად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნის მიმართ. უკრაინის მიმართ. უნდა იყოს ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა. მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველჰყოს მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. რაც რეზოლუციაში ნამდვილკად აკლია. როგორც ვიცით, რეზოლუციის მონახაზში, რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული, ახლა კი არარ არის”- თქვა გალერიმ.

მიმდინარე წლის პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე მიიღო.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...