მთავარისიახლეებისაზოგადოებაიზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

Published on

კორონავირუსით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება. გარკვეული პროფესიებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 6 დღე, დანარჩენებისთვის – დადასტურებიდან 7 დღე. ეს ეხება უსიმპტომო პაციენტებს, სიმპტომიანებს კი იზოლაცია კვლავ 10 დღე მოუწევთ.

“სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში” დასაქმებული პირებისთვის, ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან მე-6 დღეს. ამ სიაშია:

სამედიცინო დაწესებულებები;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
საქართველოს პროკურატურის სისტემა;
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, სიმპტომების გასვლიდან 24 საათი უნდა იყოს გასული და მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება 5 დღის განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არ არის საჭირო.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი – დადასტურებიდან მინიმუმ 10 დღე.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...