ეროვნული თანხმობის ფარგლებში პრეზიდენტი არასამთავრობოებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრას გამართავს

0
206

დღეს, 10 თებერვალს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მორიგ შეხვედრას გამართავს. რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ელოდებიან.

ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ კონსულტაციებს კონკრეტული შედეგი ექნება და შეხვედრები მხოლოდ ფორმალური არ იქნება.

ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ კარგია პრეზიდენტის მხრიდან ინიციატივის გამოჩენა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ძლიერ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს ვერ დაეხმარება.

“ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პროცესი შედეგზე იყოს ორიენტირებული და გარკვეული ეტაპის შემდეგ გამოჩნდეს, თუ რა იქნება ეს შედეგი.

“ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ ოპტიმიზმი, რომ ამ საქმიდან რაღაც რეალურად გამოვა ნაკლები აქვს.

ცნობისთვის, პროცესი უკვე 2 თვეა გრძელდება.10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

წინა სტატიაგენერალ თემურ ჯანაშიას მხედრული ღირსება
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს ესაუბრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური