მთავარისიახლეებისად მიდის საქართველო?- ბევრი ევროპული ქვეყანა ამას კითხულობს - ჰარცელი

სად მიდის საქართველო?- ბევრი ევროპული ქვეყანა ამას კითხულობს – ჰარცელი

Published on

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა. იმის მიუხედავად რომ უკვე დრო გავიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა და ასევე ძალიან აქტუალური. არა მხოლოდ იმის განსახილველად, თუ რა გაკეთდა უკვე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე რა უნდა გაკეთდეს. ამ დისკუსიამ უნდა ასახოს არსებული სიტუაცია და განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელი უნდა გადაიდგას შემდეგ. იმიტომ რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ საკითხებთან მიმართებაში და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც არ არის შესრულებული, არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ამაში შეიძლება მოვიაზროთ მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარება მოხდეს.

ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...