მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი იზრდება - სტოლტენბერგი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი იზრდება – სტოლტენბერგი

Published on

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იზრდება. ამ თემაზე მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო გაფართოების ფონზე, რეგიონში დაძაბულობა მატულობს.

“ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის რიტორიკას, ძალიან ძლიერ რიტორიკას რუსეთისგან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მათ მოთხოვნებს, თუ არა, იქნება ის, რასაც ისინი უწოდებენ სამხედრო ტექნიკურ შედეგებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოცდილება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ ნატო დიდ ენერგიას ხარჯავს, რომ პრობლემის “პოლიტიკური გადაწყვეტის” გზა იპოვოს.

სტოლტენბერგი ასევე ამბობს, რომ ნატო მზად არის, რუსეთის “შეშფოთებები” მოისმინოს.

ცნობისთვის, გასულ კვირას პენტაგონმა განაცხადა, რომ 3 000-ზე მეტ ჯარისკაცს განათავსებს, რათა აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები გააძლიეროს. დამატებითი ჯარები პოლონეთსა და რუმინეთში უკვე ჩავიდნენ.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...