მთავარისიახლეებიმნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ - ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ – ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სამედიცინო რჩევები გაითვალისწინოს. მისივე თქმით, ევროკავშირი მოვლენათა განვითარებას აკვირდება.

“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას და არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები იქნას მიღებული, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკანში მედიკოსების დაშვება სასამართლო პროცესზეც მოითხოვა, თუმცა მოსამართლისგანაც უარი მიიღო. მან ჯანმრთელობის გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...