მთავარისიახლეები„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია - ენტონი ფაუჩი

„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია – ენტონი ფაუჩი

Published on

„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ფაუჩის თქმით, აშშ-ის ყველა მოქალაქეს აცრის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად არ დასჭირდება და მესამე დოზა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ თქვენ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძირითადი დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ“, – აღნიშნა სამედიცინო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, მათ შორის პირბადეების სავალდებულო გამოყენება უახლოეს თვეებში დასრულდება.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...