მთავარისიახლეებიზუგდიდის მერიას 10 მანქანის ნაცვლად 191 მანქანა ემსახურებოდა - ფლანგვის დეტექტორი

ზუგდიდის მერიას 10 მანქანის ნაცვლად 191 მანქანა ემსახურებოდა – ფლანგვის დეტექტორი

Published on

სამთავრობო დადგენილებით რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად, ზუგდიდის მერიას 191 მანქანა ემსახურებოდა,რომელთა საწვავში 601,200 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ირკვევა, რომ ზოგიერთ ავტომობილებზე კონტროლის სისტემა არ მუშაობდა, ხოლო რომელზეც მუშაობდა, იმ 44 ავტომანქანის შემთხვევაში 863-ჯერ დაფიქსირდა ავზზე დიდი მოცულობის საწვავის მოხმარება. “ფლანგვის დეტექტორის” განმარტებით, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან სხვა რეზერვუარზე, რა გზითაც მოხმარებული საწვავი ბიუჯეტს 145,100 ლარი დაუჯდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2019-2020 წლებში 191 ავტომობილის მოვლაში ზუგდიდმა ბიუჯეტიდან 150,600 ლარი გადაიხადა და ამ თანხის 93% ერთმა კომპანიამ, შპს ანდრია მოტორსმა უკონკურენტო ტენდერით მიიღო. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ზუგდიდმა საწვავზე 2-ჯერ ნაკლები, 298,811 ლარი დახარჯა უფასო სასადილოებზე და 5-ჯერ ნაკლები, 120,100 ლარი მარჩენალდაკარგულ ბავშვთა 200-ლარიანი დახმარებისთვის.

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...