ციხეებში კოვიდაფეთქებაა. გლდანში ვირუსი მძვინვარებს

0
270

ციხეებში კოვიდაფეთქებაა. ასობით მსჯავრდებული კოვიდინფიცირებულია. განგაშია გლდანის მე-8  დაწესბულებაშიც, სადაც “ტვ პირველის ” ინფორმაციით, ომიკრონის შტამი  მასობრივად გავრცელდა. 

მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პატიმრებს სათანადოდ არ მკურნალობენ. მათი თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ რომ პენიტენციური დეპრტამენტი ინფიცირებული პატიმრების იზოლირებას ვერ ახდენს. 

ინტერესების დამცველები შესაბამის დაწესებულებებს პატიმრების იზოლაციაში გადაყვანის და მათი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მიმართავენ.

ადმინისტრაციას ვირუსი გაექცა ხელიდან.  რამდენიმე მათგანი გადაყვანილია ზონის დაწესებლებაში და იზოლაციაშია, ხოლო ნაწილიკვლავ მე-8 დაწესებულებაში  რჩება .  გადაიყვანეთ თითოეული მათგანი იზოლაციაში და გაუწიეთ სათანადო მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სავალალო მდგოამარეობას – ამბობენ ინერეს დამცველები ტვ პირველთან საუბარში

წინა სტატიაპოროშენკომ პუტინს ურჩია, ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ რუსეთის მუდმივი პრაქტიკა “იზრუნოს” უკრაინის პოლიტიკაზე დიდი ხნის წინ დასრულდა
შემდეგი სტატიასამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსი 1 577 პირს დაუდასტურდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური