მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს

Published on

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი – 1 მარტი პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის.

ქართველი მორაგბეები რუსებთან ერთად,  ქუთაისის სარაგბო ბაზაზე საერთო შეკრებას ჩაატარებენ, ერთად ივარჯიშებენ ითამაშებენ და მოემზადებიან.

მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციოეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები, – აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში. 

ის კლუბებს სთხოვს წერილში მოხსენიებული მოთამაშეები აღნიშნულ პერიოდში შეკრებაზე გამოუშვან.

რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილებამ მორაგბეების ერთი ნაწილის პროტესტი  გამოიწვია. 

ვეტერანი მორაგბეები პირდაპირ ამბობენ, რომ ,,რაგბის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება სრულიად გაუმართლებელია. მათი თქმით, საქართველომ მეგობარი ქვეყნის, ლიეტუას გუნდი საქართველოდან ისე გაუშვა, რომ აეროპორტში არც დახვდა და არც კი გააცილა, ოკუპანტი ქვეყნის გუნდს კი ზარ-ზეიმით ხვდებიან.

მოიწვიეს ლიეტუა, არ დახვდნენ, არ ეთამაშნენ და არც კი გააცილეს. ბ რაგბის კავშირი ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარია და რუსეთის ნაკრებთან დამეგობრების ფაქტი პოლიტიკის ცვლილების პირდაპირი მტკიცებულებაა”.

 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...