პოროშენკომ პუტინს ურჩია, ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ რუსეთის მუდმივი პრაქტიკა “იზრუნოს” უკრაინის პოლიტიკაზე დიდი ხნის წინ დასრულდა

0
239

რუსეთის პრეზიდენტის ირონიულ შეთავაზებას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უპასუხა და ვლადიმერ პუტინს ურჩია, ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ უკრაინაში თავად მოგვარდებიან. მისი თქმით, რუსეთის მუდმივი პრაქტიკა “იზრუნოს” უკრაინის პოლიტიკაზე დიდი ხნის წინ დასრულდა.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში მან უკრაინის მოქმედი პრეზიდენტიც გააკრიტიკა და ურჩია, ძალისხმევა ქვეყნის დაცვაზე მიმართოს და არა მასზე.

“ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში პროევროპული ოპოზიციის დევნით ზელენსკის, პირველ რიგში უნდა, საჩუქარი გაუკეთოს პუტინს. ახლა ეს თავად პუტინმა დაადასტურა.

ვურჩევ ვლადიმერ ალექსანდროვიჩს [ზელენსკის] შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყნის დაცვას მიხედოს. სწორ იქ მიმართოს თავისი და სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა, რომლებიც ახლა პოროშენკოთი უფრო არიან დაკავებული, ვიდრე რუსული საფრთხით. ხოლო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს [პუტინს ვურჩევ] ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ ჩვენ თავად გავერკვევით, აქ, უკრაინაში და რუსეთის მუდმივი პრაქტიკა, “იზრუნოს” უკრაინულ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, დიდი ხანია დასრულდა. მაშინ, როცა მე ამირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად”, — დაწერა პოროშენკომ ფეისბუქზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დასცინა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი “შესთავაზა”.

,,.თავის დროზე, როცა ბატონი პოროშენკო ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი იყო, ვუთხარი, რომ თუ სამომავლოდ შეექმნება პრობლემები, რუსეთი მზად არის, მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. მაშინ ის ირონიულად უდგებოდა ამ საკითხს, მაგრამ დღეს მინდა დავაზუსტო ეს შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სერიოზული უთანხმოება დონბასში სიტუაციის რეგულირებაზე და მგონია, რომ მან ამ მხრივ დაუშვა ბევრი შეცდომა, თუმცა მისი დევნა, ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლების წარმატებისთვის გადაჭარბებული მცდელობაა”, — თქვა პუტინმა.

 

წინა სტატიაბელარუსიის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ – ემანუელ მაკრონი
შემდეგი სტატიაციხეებში კოვიდაფეთქებაა. გლდანში ვირუსი მძვინვარებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური