მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია იანვრის თვის გადასახადის კორექტირებას და მინისტრ თურნავას გადადგომას მოიხოვს

ოპოზიცია იანვრის თვის გადასახადის კორექტირებას და მინისტრ თურნავას გადადგომას მოიხოვს

Published on

“ნაციონალური მოძრაობა” სემეკთან და იუსტიციის სახლთან, სადაც ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული საპროტესტო აქციას მართავს და კომუნალური გადასახადების ტარიფის დაწევასა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოიხოვს

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით – “გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში”; “ხელისუფლება აღარიბებს”; “გადამგდები მთავრობა”. მათი თქმით, ისედაც გაღარიბებული მოსახლეობისთვის გაორმაგებული ტარიფების დარიცხვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას და  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას ეკისრება.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შემდეგი, რაც მოჰპარეს მოსახლეობას და გაორმაგებული გადასახადები დააკისრეს, დაუბრუნდეს ხალხს, და მეორე, გადადგეს ნათია თურნავა, რომელიც უშუალოდ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი თანამდებობრივად”, – ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხებეიშვილმა. – სანამ ღარიბაშვილი ახალ წელს ცოლს ტყეს უფორმებდა, სანამ ნარმანია გაორმაგებულ ტარიფებს ხელს აწერდა, მის მეუღლეს საბადურის ტყეში ათობით ჰექტარს უფორმებდა, სანამ ეს ხალხი მდიდრდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს გაორმაგებული კომუნალური გადასახადები მიუვიდა და სანამ არ ვიბრძოლეთ, სემეკმა ნება არ იბოძა და გამოძიება არ დაიწყო”- 

მისი თქმით, საუბარია 4-დან 6 მილიონამდე, რომელიც “მოიპარეს”. ეს გული მათი ჯიბეებიდან უნდა ამოვიდეს და დაუბრუნდეს ხალხს. ამ მცირე დროში 4-დან 6 მილიონამდე ლარია მოპარული. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, გაორმაგებული გადასახადების უკან დაბრუნება და ნათელა თურნავას გადადგომაა. ის არის ამ პოლიტიკის გამტარებელი და თანამდებობრივად პასუხისმგებელი, თორემ ყველამ ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფერის უკან, ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, კახა კალაძე და სხვები”- აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გაასაჩივრონ გაორმაგებული გადასახადები, რაშიც საჭიროების შემთხვევაში ენმ დაეხმარებათ. ოპოზიცია ამბობს, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. ორივე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....