მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა - ქოლგა პარტია დანარჩენებისთვის". გიგი უგულავა ოპოზიციის ახალი გაერთიანების შექმნას...

“ნაციონალური მოძრაობა – ქოლგა პარტია დანარჩენებისთვის”. გიგი უგულავა ოპოზიციის ახალი გაერთიანების შექმნას აანონსებს

Published on

“ნაციონალური მოძრაობა ქოლგა პარტია დანარჩენებისთვის”- გიგი უგულავა ოპოზიციის ახალი გაერთიანების შექმნას აანონსებს. ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ყველა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, თუმცა  ყველაზე დიდ პარტიაში საკუთარი პოლიტიკური იდენტობა არ უდნა დაკარგონ.

“გაერთიანება ერთადერთი შანსია, დაქსაქსულ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლია”-  ფიქრობს უგულავა. 

“ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზის, რომელიც ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, „ქართულ ოცნებას“. ის არის დიდი, ქოლგა პარტია, სადაც რამდენიმე ფრაქცია არსებობს. რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ეს კონკურენცია საჯარო და ღიაა. ეს რეფორმა ნაციონალურ მოძრაობას კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს და ბევრ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს მოუტანს. ისეთებს, ვისაც ნამდვილად უნდა, საბჭოთა კავშირი უკან დავტოვოთ”- თქვა უგულავამ “ტვ პირველთან”. 

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...