მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება

0
260

  ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფაქტი – სააკაშვილი ციხეში, პოლიტიკურის მიღმა, უბრალოდ სირცხვილია!… – ნათქვამია გიგი უგულავას ვრცელ განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკოსი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

მესამე პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსია ქვეყანაში, რომელსაც ბოლო 20 წელია სტაბილური რეიტინგი აქვს საქართველოში  –  მინიმუმ 25% (აქ სახელისუფლო ციფრებს არ ვეხები. ის ასტრონომიულია, მაგრამ ასევე სახელისუფლო რესურსიც ურევია). და ეს არნახული დევნის და შევიწროვების პირობებში. ის ეპოქალური პირია საქართველოს ისტორიაში.

მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო საქართველოში, გაებაიბურებინა მთავრობა, წასული  50 დღიანი შიმშილობა ციხეში, – ყველაფერი ეს ისტორიული მოვლენებია. ფაქტია ქართულმა საზოგადოებამ ის ემოციურად დაიბრუნა.

რა პოლიტიკურ კონსტრუქციას დააშენებს სააკაშვილი, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა ახლა მისი ციხიდან განთავისუფლება მტკივნეული და დროში ტევადი პროცესი იქნება. მას სტრატეგიული მოთმინება სჭირდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს მათი გულის მოსაგებად, ვისაც დღემდე ეშინია მისი.

ეს შიშები ძირითადად ომს და ძალოვნებს უკავშირდება. ამასთანავე უკრაინის თემა მომდევნო წლებში სულ უფრო გადახლართული იქნება ჩვენს ბედთან. შესაბამისად, სააკაშვილმა მკაფიო უნდა გახადოს რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას? ის უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია. ეს ძალიან დიდი დროა. თითქმის იმდენი, რამდენიც პრეზიდენტი იყო საქართველოში. მისი სახელის ცნობადობა რეგიონში არნახულად მაღალია. მას იცნობს არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალია.

საქართველოში ენმს მიერ 2020-ში მის პრემიერობის კანდიდატად დაყენებამ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა. ქვეყანაში არაა 51% ამომრჩეველი ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს. სააკაშვილს პრობლემები აქვს დასავლეთშიც. აღმოსავლეთ ევროპელი Strongman-ები კაჩინსკი, ორბანი ისედაც აშინებს ბრუსელს. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, უფრო სწორედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასზე არსებული ეს სტერეოტიპი შეერბილებინა. არადა, 2012-ში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მერე უკრაინის 8 წელი ამაში უნდა დაეხარჯა.

ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება. – ” წერს გიგი უგულავა.

წინა სტატიაზუგდიდის მერიას 10 მანქანის ნაცვლად 191 მანქანა ემსახურებოდა – ფლანგვის დეტექტორი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას ხედვა – სად ვართ და საით უნდა წავიდეთ: თუ გინდათ რევოლუცია, ემზადეთ არჩევნებისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური