მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯო ბაიდენი: ,, თუ რუსეთი ისევ გადაკვეთს უკრაინის საზღვრებს, "ჩრდილოეთის ნაკადი...

ჯო ბაიდენი: ,, თუ რუსეთი ისევ გადაკვეთს უკრაინის საზღვრებს, “ჩრდილოეთის ნაკადი 2 აღარ იქნება”, ამას ბოლომდე მივიყვანთ”

Published on

“თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის გაზსადენი აღარ იქნება და ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით,შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შეკავებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გრძელვადიან პრინციპებზე შეთანხმება იყო.

“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრაზე გააკეთებს არჩევანს, ჩვენ ერთობლივად ვართ მზად ამისთვის და ნატო მზადაა ამისთვის. თუ რუსეთი შემოიჭრება – ეს ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარები ისევ გადაკვეთენ უკრაინის საზღვრებს. მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და აღარ იქნება “ჩრდილოეთის ნაკადი 2″, და ამას ბოლომდე მივიყვანთ”, – თქვა ბაიდენმა.

ლიდერებმა ერთობლივად აღნიშნეს, რომ მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებზე და გააგრძელონ სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა დასავლეთ ბალკანეთში.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...