მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გიგი უგულავას მორიგი პროცესი გაიმართება

დღეს გიგი უგულავას მორიგი პროცესი გაიმართება

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას მორიგი პროცესი გაიმართება. გამოძიება პოლიტიკოსს ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება.

საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დღეს მტკიცებულებების განხილვა გაგრძელდება. პროცესს თავად ბრალდებული არ დაესწრება.

“გავაშელიშვილი არის მოგზავნილი, მოგზავნილი არის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ. არ ვგეგმავ დასწრებას, რამდენიმე მოწმე დარჩა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ამ მოწმეების დაკითხვაში მივიღებ მონაწილეობას, სავარაუდოდ, ალბათ ერთ თვეში, თუ რამე არ მოიგონა კიდევ მოსამართლემ, გადაწყვეტილებას გამოიტანენ ამ საარაკო საქმეზე”, – თქვა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...