მთავარისიახლეებიპოლიტიკაადამიანურად მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილი იყოს ახლა გარეთ, მე ვიყო შიგნით და მიშა...

ადამიანურად მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილი იყოს ახლა გარეთ, მე ვიყო შიგნით და მიშა ახლა მუშაობდეს ჩემს გამოყვანაზე.

Published on

ჩემთვის ადამიანური, პოლიტიკური, მორალური და პრაგმატული ვალდებულებაა, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვისადამიანურად მირჩევნია ის იყოს ახლა გარეთ,მე ვიყო შიგნით და შენ, მიშა, ახლა მუშაობდე ჩემს გამოყვანაზე.., მიხეილ სააკაშვილი ის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.

 არ ეწყინება არავის, თუკი ვიტყვი, რომ ალბათ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ყველაზე მეტად ვისაც უნდა, თუნდაც ყველაზე მეტად ეგოისტურად, ადამიანობა რომ გადავდოთ გვერდით, პოლიტიკურ-ეგოისტურად, მისი გათავისუფლება, ვარ მე და რატომ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის დროს, როდესაც ამ პარტიის დამფუძნებელი, მასშტაბით უმსხვილესი პოლიტიკოსი არის პატიმრობაში, ტყვეობაში და თავისუფლდება მათ შორის შენი დიდი ძალისხმევის შედეგად, მეგობრებთან და საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან ერთად, ეს არის ჩემთვის არამარტო ადამიანური პატივი, პოლიტიკური პატივი

ის სამთავრობო მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც ეხმაურება. ამბობს, რომ ეს საათნახევრიანი ჩანაწერია, დამონტაჟებულია და მასსა და მესამე პრეზიდენტს შორის შუღლის გაღვივებაზე ასობით ადამიანი მუშაობს.

ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლის გაღვივებაზე მუშაობს ასობით ადამიანი. ასობით ანაზღაურებადი ადამიანი, როგორც სტრუქტურულად დანიშნულ დამტკიცებული, თანამდებობის პირები სადღაც-სადღაც დეპარტამენტებში და ასევე, მის მიღმა ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის კონფლიქტი გაღვივდა, რისი საფუძველიც არ არსებობს, – ამბობს ნიკა მელია. 

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, დღეს რომ ამ საკითხზე საუბარი უწევს, მისთვის დამამცირებელია.

ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ბევრი გამოწვევა გაქვს და აი ამხელა მასშტაბის ადამიანი არის ტყვეობაში და მოლოდინი აქვთ ადამიანების ნაწილს რომ შენ იქცევი სპაიდერმენად და საათნახევარში, ეკა კვესიტაძის გადაცემის შემდეგ, დაგეგმო სპეცოპერაცია და გამოიყვანო მიხეილ სააკაშვილი. ადამიანურად მირჩევნია რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ახლა გარეთ, მე ვიყო შიგნით და შენ მიშა ახლა მუშაობდე ჩემს გამოყვანაზე. მართლა ეგ მირჩევნია, ეგოისტი ვარ? ვიყო, – ამბობს მელია.

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი...

მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...