დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც დღეს ციხეში მესამე პრედენტი მოინახულა,ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეოა არასახარბიელოა. ვაშაძის თქმით, პირველი ნახვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კიდევ უფრო შეცვლილია.
რადიკალური განსხვავებაა პრეზიდენტის ჯანმრთელობაში პირველად რომ შევედი ციხეში და ახლა რომ შევედი. აბსოლუტურად ეტყობა უკვე, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება. ექიმების შეშვებაა საჭირო ექიმები უნდა შევიდნენ, მკურნალობის სეცვლაა საჭირო – მკურნალობა უნდა შეცვალონ, რარაცა სპეციალური აპარატურაა საჭირო, ესეც უნდა იყოს გამოყოფილი. ვიმეორებ, რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც მე ციხეში პირველად რომ შევედი მაშნ ვნახე და ახლა. მე კიდევ შევალ ალბათ სადღაც თებერვლის შუისკენ და იმედი მაქვს, რომ მანამდე ხელისუფლება მიირებს შესაბამის ზომებს, რომ ეს მდგომარეობა კიდევ არ უნდა გართულდეს და საერთოდ, არავის უნდა დაავიწყდეს ის, რომ ადამიანი, მიუხედავად მისი მდგომარეობისა და მისი თანამდებობისა, უბრალო მოქალაქეა თუ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ციხეში ყოფნისას სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა იყოს. რაც შეეხება საუბრის თემას, მე ნებართვა არ ამქვს პრეზიდენტისგან რომ ყველაფერზე ვისაუბრრო, მაგრამ ლომის წილი საუბრისა, ეს იყო საგარეო პოლიტიკაზე და რა თქმა უდნა, ვისაუბრეთ ასევე იმაზე, სად არის დღეს საქართველო და რა მდგომარეობაში ვართ, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ნიკა მელიას თემას შეხებიან. საუბარია “იმედის” მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.