ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს, არ დაუშვას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ “საქართველოსთვის” პარტიის წევრის არჩევა. მისი თქმით, გახარიას გუნდის წევრის დანიშვნა თანამდებობაზე წითელი ხაზია.
ია კერზაიას შვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე იმ პარტიის წევრი იყოს, რომლის ლიდერის ბრძანებამაც დედამისის სიცოცხლე შეიწირა.
“მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას, არ დაუშვას ეს შეთანხმება, ჩემთვის პირადად იქნება ძალიან დიდი წითელი ხაზი ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ოპოზიციურ პარტიასთან, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია რომ ყველაფრის ხარჯზე და ამ უზნეობის ხარჯზე არ უნდა კეთდებოდეს პოლიტიკა”, – ამბობს შენგელია. ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდელებმა ოპოზიციური საკრებულოს სურვილი არჩევნებზე აჩვენეს. შენგელას თქმით, რომ საკითხზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს საკრებულოს მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და მომდევნო კვირაში უნდა დასრულდეს.