მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ; ვიდეო სუს-ის გადაღებული, სამთავრობო მედიის დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია

ენმ; ვიდეო სუს-ის გადაღებული, სამთავრობო მედიის დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ვიდეოს სუს-ის გადაღებულს, სამთავრობო მედიის მიერ დამონტაჟებულსა და კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს.

“ჩვენი პოზიცია არის შემდეგი – სუს-ის მიერ გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც სამთავრობო მედიამ დაამონტაჟა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაკვეთები აჩვენა, სათქმელი ნამდვილად არაფერია. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ბრძოლას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ტყვეები ციხეში არ იჯდნენ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ.

ეს მთლიანად უნდა გაიშალოს მაშინ, რაზე იყო საუბარი და ა.შ. კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. საუბრობს იმას, რასაც საუბრობს, ოღონდ რა მონაკვეთში რას ლაპარაკობს, ამაშია განსხვავება”. – ამბობს ბაჩო დოლიძე.

იმედის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში~ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

“მაგრამ ეს ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშაზე, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების და ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, უცხოეთი არ დაუჭერდა მხარს.

[…] 50% დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი”. – ისმის ჩანაწერში.

ჩანაწერში ასევე ისმის, რომ ნიკა მელია მხარდამჭერებს მიმართავს: “თქვენ მეზობლებს თუ ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი იდეა, ამაზე სულ ვსაუბრობ, არის “თავისუფლება მიშას”, არ გამოვა”.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...