მთავარისიახლეებისასამართლომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

სასამართლომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა

Published on

ს რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას 20-დღიანი გადახდის ვადით, დაცვის მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

დავით კირკიტაძემ სხდომათა დარბაზი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვა. მანამდე კი განაცხადა, რომ პროცესი დადგმულია და ქართული სასამართლოსი არ სჯერა.

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ძალადობის საქმეზე პარლამენტის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების მტკიცებით, გასული წლის 24 ოქტომბერს რუსთავში ენმ-ს ოფისთან, ვ.ბ. რამდენიმე პირთან ერთად ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდა.

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათ მიმართავს დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება კირკიტაძეს, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...