23 134 შემთხვევა და 33 გარდაცვლილი – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

0
313

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 33 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.36%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი – 26.16%, ხოლო 7 დღის – 29.28%.

ქვეყანაში ვირუსის გამოვლენიდან დღემდე დადასტურდა 1 295 505 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 174 ადამიანი.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა – 2 207, იმერეთი – 3 566, ქვემო ქართლი – 1 379, შიდა ქართლი – 1 050, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 611, კახეთი – 1 014, მცხეთა-მთიანეთი – 497, სამცხე-ჯავახეთი – 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 122.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 146, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 44, იმერეთში – 27.

1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 549 – აჭარაში.

200 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წინა სტატიაზუგდიდის მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
შემდეგი სტატიასასამართლომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური