საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება. მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და მის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.
მთავარი მოთხოვნა არის პოლიტიკური დევნის დასრულება, საქართელოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. გუშინ ამერიკის კონგრესში ღიად გაჟღერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის კრემლის მესიჯი, ყველა იმ პოლიტიკოსის, ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც გეოპოლიტიკურ რეგიონში, რომელიც არის მნიშვნელოვანი სამიზნე კრემლისთვის, გაიბრძოლებს კრემლის წინააღმდეგ, მისი გავლენის წინააღმდეგ და შეეცდება რუსული პრბეტიდან ქვეყბნის გამოყვანას. ამიტომაც, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის მარიონეტი ხელისუფლება სჯის თავისუფლებისთვის და რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, – აცხადებს სამოქალქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.
საქალაქო სასამართლოს შენობასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. პერიმეტრს კრიმანულური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანმშრომლები აკონტროლებენ.