რუსეთი და ჩინეთი NATO-ს წინააღმდეგ – პუტინი – სი ძინპინის შეხვედრა

0
337

პეკინში ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ნატოს მოუწოდებენ, შეაჩეროს აღმოსავლეთით გაფართოება და უარი თქვას “ცივი ომის პერიოდისთვის დამახასიათებელ იდეოლოგიზირებულ მიდგომებზე.”

გარდა ამისა, მოსკოვი სრულად იზიარებს პეკინის პოზიციას ტაივანთან დაკავშირებით და სრულად უჭერს მხარს ამ ქვეყნის ჩინეთის შემადგენლობაში შესვლას. ერთობლივ განცხადებაში ასევე მკაცრად არის გაკრიტიკებული აშშ-ს ქმედებები.

„რუსული მხარე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს. ადასტურებს, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი და ეწინააღმდეგება ტაივანის ნებისმიერი ფორმით დამოუკიდებლობას.

ორივე ქვეყანა გამოვთქვამთ შეშფოთებას აშშ-ის გეგმების განვითარების გარშემო, რაც გლობალური შეიარაღებული თავდაცვის განვითარებასა და მისი ელემენტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებას ეხება, მათ შორის იმ მაღალი სიზუსტის მქონე არაბირთვული იარაღის მოცულობის ზრდას, რომელიც თავდასხმებისა და სხვა სტრატეგიული სამიზნეების განეიტრალებას ემსახურება“ – წერია რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების განცხადებაში

კრემლში აცხადებენ, რომ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა “თბილ გარემოში” გაიმართა.

წინა სტატიაპროკურატურამ დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიასოფელ პირველ მაისში, წყლის არხში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური