საქართველოს მესამე პრზიდენტმა სასამართლო პროცესის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქს შეახსენა, რომ თუკი მას ადექვატური მკურნალობის საშუალება არ მიეცემა, მას, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და მის ქვეშევრდომებს პასუხის გაცემა საერთაოშიროს მართლმსაჯულებასთან მოუწევთ.
მინდა მივმართო ივანიშვილს. ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვკ,ენების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე თუ ხედავთ ახალი შწეკერჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან,. პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში! 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, ეს პირობებში, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებით… შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოცელდღიურად უარესდება, რამდეჯერმე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით…თუ არ მექნა ადექვატური მკურნალობის საშალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება იმ შედეგით ლეტალურით, როგორითაც დამთავრდება, მაგამ მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც., საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ ეს პროცესები უკვე დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაზე და ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად, მოგიწევთ “პარაგრაფის” ჭაობში ცურვა, – განაცხადა სააკაშვილმა.
სხდომის დაწყებისტანავე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს თხოვნით, რათა ბრალდებული არა ბარიერს მიღმა, არამედ უფლებადამცველების გვერდით მოეთავსებინათ, თუმცა უარი მიიღეს.