მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაიწყო - სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაიწყო – სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება

Published on

საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას თავად მესამე პრეზიდენტიც ესწრება, რომელიც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გარდა ამისა, პროკურატურა მოწმეებსაც წარადგენს.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ.შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

სიახლეები

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...