მთავარისიახლეებიმსოფლიო"უკრაინაში შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება" - ბორის ჯონსონმა პუტინი გააფრთხილა

“უკრაინაში შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება” – ბორის ჯონსონმა პუტინი გააფრთხილა

Published on

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ჯონსონი Twitter-ზე წერს, საუბრისას მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინის საზღვარზე შეჭრა “ტრაგიკული შეცდომა” იქნება.

ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული აქტივობების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია ერთადერთი სწორი გზაა, – წერს ბორის ჯონსონი.

ცნობისთვის, 2 თებერვალს ბორის ჯონსონი უკრაინაში იმყოფებოდა. მან შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯონსონმა რუსეთს უკან დახევისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ მოსკოვს სანქციებს დააკისრებენ “იმ მომენტში როგორც კი რუსეთი უკრაინის ტერიტორიას გადაკვეთს”.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...