მთავარისიახლეებისაზოგადოებაიანვარში ბოსტნეული 23.3%-ით, ხოლო პური 20.%-ით გაძვირდა - საქსტატი

იანვარში ბოსტნეული 23.3%-ით, ხოლო პური 20.%-ით გაძვირდა – საქსტატი

Published on

საქსტატის მონაცემებით, სურსათის გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდა იანვარში, ხოლო წლიურ ჭრილში ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა ცალკეულ პროდუქციაზე. 

მონაცემების თანახმად, იანვარში ბოსტნეული 23.3 პროცენტით, ხოლო პური 20.5 პროცენტით გაძვირდა, ფასებმა 14.4 პროცენტით მოიმატა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. 

“ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...