მთავარისიახლეებისაზოგადოებადაგიბრუნდებათ თუ არა კომუნალურებზე არასწორად დარიცხული თანხა უკან - სემეკი შემოწმებას იწყებს

დაგიბრუნდებათ თუ არა კომუნალურებზე არასწორად დარიცხული თანხა უკან – სემეკი შემოწმებას იწყებს

Published on

ეროვნული მარეგულირებელი კომისია იწყებს შემოწმებას, რის შემდეგაც გაირკვევა, რამდენ აბონენტს დაუბრუნდება უკან კომუნალურებზე არასწორად დარიცხული თანხა – საუბარია “თელმიკოსა” და “თელასზე”, რომლებზეც მომხმარებლები პრეტენზიას სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ და ქვითრებსაც აქვეყნებდნენ. 

აბონენტთა უმრავლესობა ჩიოდა, რომ გაზრდილი და წინა თვესთან შედარებით ორჯერ მეტი გადასახადი მოვიდა იმის მიუხედავად, რომ ელექტროენერგია თითქმის იმდენივე მოიხმარა, რამდენიც გასულ თვეს.

ამასთან, რეგიონებში პრეტენზია გაჩნდა “სოკარის” მიმართაც. აბონენტები წერენ, რომ გაზის გადასახადიც უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა, არაა ცნობილი, სემეკი შეისწავლის თუ არა “სოკარ გაზის” მიერ დარიცხულ თანხებს. 

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი დადგინდა რომ მოქალაქეებმა ზედმეტი გადასახადი გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის გადასახდელების ანგარიშზე დაჯდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან

“იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ეს დაუკორექტირდებათ აბონენტებს და ზედმეტად გადახდილი თანხები დაუჯდებათ მომდევნო გადასახდელების ანგარიშში და გაექვითებათ და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კომპანიებისთვის გაორმაგებული მოცულობით დაჯარიმების შესახებ, ვინაიდან, გასულ წელს, არასწორი დარიცხვების გამო, ჩვენ ორივე კომპანია დაჯარიმებული გვყავს,“ – ამბობს დავით ნარმანია.

კომპანიების შემოწმების პროცესში ერთვება ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ უკვე დაიწყო მიზეზების შესწავლა და ახსნა-განმარტებებიც გამოთხოვილია. თუმცა ამბობს, რომ პირველადი შეხედვით, ხარვეზი ეხება აღრიცხვიანობის პრობლემას.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...