მთავარისიახლეებიმსოფლიოვწუხვარ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში გუშინ საქართველოს დროშა არ იყო - რადას...

ვწუხვარ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში გუშინ საქართველოს დროშა არ იყო – რადას დეპუტატი

Published on

“ვწუხვარ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს დროშა განსაკუთრებით გუშინ არ იყო”, – თქვა უკრაინის რადას დეპუტატმა, ვლადიმერ არიევმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

“2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს დროშა უკრაინის უმაღლეს რადაში იყო და ჩვენ რადას ტრიბუნიდან ვსკანდირებდით: “საქართველოს გაუმარჯოს”. პირადად მე პუტინს ფაშისტი ვუწოდე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები რეაგირებას მოახდენენ იმაზე, რაც ახლა უკრაინის ირგვლივ ხდება. სხვა თუ არაფერი, საქართველოს შეუძლია, გაუგოს უკრაინელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა რაიმე სიგნალი მისცეს უკრაინელებს”, – თქვა ვლადიმერ არიევმა.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...