მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ 

0
313

 საქართველოს 4 ქალაქში მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ. აქცია ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში იმართება. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზეა, საკვებ პროდუქტებსა და კომუნალურებზე კი გადასახადები რეკორდულად იზრდება. 

თბილისში აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან არიან შეკრებილები. მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით – “ოცნება აღარიბებს” “მატყუარა მთავრობა”. 

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ხელისუფლება კორუფციის ბუდეა, რომელმაც ქვეყანა გააღარიბა და ცხოვრება გააძვირა. პარტიის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, “სანამ ივანიშვილი ქვეყანას არ მოშორდება”.

იმერეთში მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ბანერებით – “ხელისუფლება დაგვცინის” “გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი”. ფოთსა და ქობულეთში აქციები მერიის შენობებთან გაიმართა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ხალხი საქართველოდან მიდის, პარალელურად კი მერია და მუნიციპალიტეტი ხელფასებს იზრდის.

რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომელთა მოსახლეობაც თავშესაფარს ეძებს

წინა სტატიამთელი საქართველო ციხეშია და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ადმინისტრატორის გარდა.
შემდეგი სტატიასამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსის 1 623 ახალი შემთხვევა დფიქსირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური