მთავარისიახლეებიმსოფლიოთეთრ სახლს მზად აქვს რუსეთის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია, რომელთაც სანქციები...

თეთრ სახლს მზად აქვს რუსეთის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია, რომელთაც სანქციები ემუქრებათ

Published on

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია მოამზადა, რომელთა მიმართაც შესაძლოა, დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, უკრაინაზე პოტენციური რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებისას ან თანამონაწილეობენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებში.

ამ პირებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადია დასავლეთთან მათი ღრმა ფინანსური კავშირების გამო. შესაბამისად, დასავლურ ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული სანქციები მათ მიაყენებს ზიანს.

დავამატებ, რომ ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთის დაზიანება ყველა მხრიდან მოხდეს“, – განაცხადა ფსაკიმ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...