მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი, გული მეტკინა. წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში...

ანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი, გული მეტკინა. წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო

Published on

ანაკლიის პორტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებში გაეხვა, ამან ხელი შეუშალა საქართველოს მეტი შეეთავაზებინა რეგიონისთვის.” განაცხადა   საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) კონფერენციაზე Sharks, Herrings and Mermaids of the Black Sea

,,ფოთის შემდეგ ანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი, გული მეტკინა. პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო” – ამის შესახებ

ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონი ხდება უფრო ღია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა რეგიონისთვის შექმნა შესაძლებლობა ერთობლივი მუშაობის. ვხედავთ, რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორც, იმედია, ფოთთან და ბათუმთან ერთად ერთ დღეს ანაკლია იქნება. საქართველოს მართლაც ექნებოდა შესაძლებლობა ბევრი შეეთავაზებინა რეგიონისთვის. ახლა საქართველოს აქვს გეგმები მხოლოდ ქაღალდზე. თუ ინვესტორები შემოვლენ საქართველოში, მათ უნდა დაინახონ, რომ ხელისუფლება 100%-ით უჭერს მხარს ამ პროექტს.” – თქვა დეგნანმა.

 

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...