რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გიორგი გახარიას თანაპარტიელმა, ნოდარ შეროზიამ დაიკავა. მას მხარი ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.
“ქართულმა ოცნებამ” რუსთავში ძალაუფლება დაკარგა. “ქართული ოცნების” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში არიან. 2-მა დეპუტატმა პოსტი დატოვა და არც თანამდებობების გადანაწილებაში მიიღებენ მონაწილეობას.