მთავარისიახლეებიპოლიტიკამწვავე საგაზაფხულო პროტესტი და საკუთარი დღის წესრიგი - ენმ პარლამენტში ბრუნდება

მწვავე საგაზაფხულო პროტესტი და საკუთარი დღის წესრიგი – ენმ პარლამენტში ბრუნდება

Published on

ბოიკოტი წყდება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ბრუნდება, ოღონდ ეს დაბრუნება იქნება “საკუთარი დღის წესრიგით” და “მწვავე საგაზაფხულო პროტესტით” ქუჩაში. 

პარტიის ახალი სტრატეგია დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდებიან. მისი თქმით, ყველა ფრონტზე, მათ შორის ქუჩის პროტესტით იბრძოლებენ მოსახლეობის უფლებებისთვის.

“ეს იქნება ჩვენი საკუთარი სტრატეგია იმისთვის, რომ ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარლამენტში, არა მხოლოდ საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების და ღირსებისთვის”, – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

სიახლეები

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...

დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. უწყების...

საია- ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა...

ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. დოკუმენტი საკანონმდებლო...