თუ რუსეთი იმას გააკეთებს, რაც 2008 წელს საქართველოში გააკეთა, ალიანსი უპასუხებს – სტოლტენბერგი

0
256

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გააკეთებს იგივეს, რაც გააკეთა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, ალიანსი მას უპასუხებს. 

“რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტ NATO-ს ჯარისკაცს გავგზავნით. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დონბასზე სამხედრო კონტროლის განხორციელებამდე აღმოსავლეთში ალიანსის კონტიგენტი არ გვყავდა განთავსებული. 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ჩვენ განვათავსეთ ჯარი NATO-ს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებში, ასევე გავზარდეთ ჩვენი კონტრიბუცია ბალტიის პირეთსა და შავი ზღვის რეგიონში.

მეტი სიცხადისთვის, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს გააკეთა, მაშინ ამას მთელი ალიანსი უპასუხებს. ამასთან, თუ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას შეეხება, მე-5 მუხლი ამოქმედდება, რაც ნატოში არაწევრი ქვეყნების გაწევრიანებას გულისხმობს. ასე, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი ძვირ  საფასურს გაიხდის, ეს იქნება უმკაცრესი ეკონომიკური სანქციებიც”, – აცხადებს ნატოს გენმდივანი. 

წინა სტატიაგლდანში, CO-თი ინტოქსიკაციით რამდენიმე დაღუპულს შორის 3 ბავშვია
შემდეგი სტატიაერთ ღამეში 25 ავტომანქანა გაქურდეს – განუკითხაობა ქუთაისში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური