თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მესამე პრეზიდენტი პირად ექიმს არ მოუნახულებია

0
332

თითქმის ერთი თვეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირად ერქიმს არ მოუნახულებია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს. 

მისი თქმით, პირად ექიმს მოთხოვნა შეტანილი აქვს და განხილვის პროცესშია:

“შეტანილია და განხილვის პროცესშიაო მოთხოვნა. კიდევ რამდენ ხანს უნდა განიხილონ, ესარ ვიცი”, – ამბობს გიული ალასანია. 

შეკითხვაზე, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გიული ალასანიამ უპასუხა:

“არ ვიცი, მე კი არა, ექიმებმაც არ იციან, ვერ შედიან იმ ექიმების გარდა, ვინც იქ, ადგილზე არიან”, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

წინა სტატიააშშ-ის ელჩი ზუგდიდში დადიანების სასახლეს ეწვია
შემდეგი სტატიასიღნაღში 68 წლის პენსიონერი ქალი მოკლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური