მთავარისიახლეებისამართალიგლდანში, მხუთავი აირით ბინაში გარდაცვლილ ოჯახის ხუთ წევრს სამეგრელოში დღეს გადაასვენებენ

გლდანში, მხუთავი აირით ბინაში გარდაცვლილ ოჯახის ხუთ წევრს სამეგრელოში დღეს გადაასვენებენ

Published on

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში გარდაცვლილები – ერთი ოჯახის ხუთი წევრი ახლობელმა გუშინ, 29 იანვარს აღმოაჩინა. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. ვარაუდობენ, რომ ისინი CO-თი ინტოქსიკაციით 3 დღის წინ გარდაიცვალნენ. 

დღეს ბინაში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზად ბინაში გაზის ნამწვის დაგროვება სახელდება. ცნობილია, რომ ბინაში აეროღუმელი, ე.წ. დუხოვკა ჰქონდათ ჩართული. 

ოჯახი სამეგრელოში ცხოვრობდა, მისი უფროსი წევრებიდან ერთი თბილისში ხელოსნობით ირჩენდა თავს, მერე კი ოჯახიც წაიყვანა და ბინა იქირავა. დაღუპულებს სამეგრელოში დღეს გადაასვენებენ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...