მთავარისიახლეებიმსოფლიო„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს სამხედრო ძალების განთავსებას უკრაინაში"- სტოლტენბერგი

„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს სამხედრო ძალების განთავსებას უკრაინაში”- სტოლტენბერგი

Published on

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს.

BBC-ის ეთერში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ნატოს ჯარების უკრაინაში შეყვანას, თუ რუსეთი შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს სამხედრო ძალების განთავსებას უკრაინაში… ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერაზე“.

მისივე თქმით, “არსებობს განსხვავება ნატოს წევრობასა და უკრაინის მსგავს ახლო და ძვირფას პარტნიორს შორის“.

გენმდივნის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, იარაღს, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და ნატო ბევრს აკეთებს უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა მან თავი დაიცვას.

როგორც ცნობილია, მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, ტანკი, არტილერია და რაკეტები განათავსა უკრაინის საზღვართან, მაგრამ უარყოფს, რომ აპირებს ქვეყანაში შეჭრას.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...