მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რუსეთი უკრაინასთან არ გამოიყენებს იმ აგრესიას, რაც ჩვენს მიმართ

ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რუსეთი უკრაინასთან არ გამოიყენებს იმ აგრესიას, რაც ჩვენს მიმართ

Published on

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრისას უკრაინაზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა.

“ჩვენი თემა დღეს არის ეროვნული თანხმობის თემა, თუმცა, გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს.

დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიული არის და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ ჩემი სათქმელი არის დღეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ ,საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს სამოქალაქო ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები უკრაინის საკითხზე დუმილისთვის და არასაკმარისი რეაქციისთვის, მწვავედ აკრიტიკებენ.

ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ის ბოლო თვეებში პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავს.

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...