ზუგდიდის ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმი 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დამთვალიერებლისთვის დახურული იქნება . გადაწყვეტილება ამის შესახებ ადმინისტრაციამ თანამშრომლების კოვიდდაინფიცირების გამო მიიღო.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კოვიდ-19. მუზეუმის დირექციამ უსაფრთხოების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით მუზეუმი დროებით დაიხურება დამთვალიერებელთათვის.
4 თებერვლიდან, დედოფლისეული და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე ღია იქნება ნებისმიერი მსურველისათვის.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში