მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის საზღვართან რუსეთს სისხლის მარაგებიც მობილიზებული აქვს - Reuters

უკრაინის საზღვართან რუსეთს სისხლის მარაგებიც მობილიზებული აქვს – Reuters

Published on

რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი აქვს მობილიზებული, რომელიც დაჭრილებისთვისაა საჭირო. ინფორმაციას გამოცემა Reuters აშშ-ს სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთს ახლა “აშკარად” აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შეჭრის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა მას ამის შესაძლებლობა აქვს.

დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...