მთავარისიახლეებისოლიდარობის აქცია პარლამენტთან - მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას უერთდებიან

სოლიდარობის აქცია პარლამენტთან – მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას უერთდებიან

Published on

“მხარი დაუჭირე უკრაინას!” – ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.

აქციის პარალელურად, ადგილზე სპეციალური კუთხეა მოწყობილი, სადაც მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს.

როგორც პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ქართველი საზოგადოება მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარულია და მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებას.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული საზოგადოება არის გამსჭვალული სოლიდარობით, ესმის, რომ ეს საფრთხე ჩვენს გვემუქრება და ამ დროს შენი მთავრობა არ წარმოადგენს, არა ამბობს, რომ დიახ, რუსეთი არის დღეს უკრაინის, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა და მსოფლიოს უსაფრთხოების პრობლემა. მით უმეტეს მთელი მსოფლიო მობილიზებულია, რომ დაიცვან ჩვენნაირი ქვეყნები და ამ დროს მთავრობის დუმილი არის ისტორიული სირცხვილი და გარდა ამისა, პრაგმატულად არ დაცვა ჩვენი ინტერესების”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ მანიფესტს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული რეზოლუციისგან განსხვავებით, მანიფესტში საზოგადოება რუსეთის სამხედრო ესკალაციას გმობს და ერთგული რჩება ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები.

პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...