ლოდინისა და ყურების დრო არ არის – გაერო-ს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე სხდომას იწვევს

0
277

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ლინდა თომასის განცხადებით, 31 იანვარს უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

“100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვარზე და რუსეთი სხვა დესტაბილიზაციის აქტებს ახორციელებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და გაეროს წესდებას”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

თომასი ამბობს, რომ აგრძელებენ დიპლომატიისკენ სწრაფვას და დაძაბულობის დეესკალაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭო ამისთვის გადამწყვეტი ადგილია.

“უშიშროების საბჭოს წევრებმა სრულად უნდა გამოიკვლიონ ფაქტები და განიხილონ რა ემუქრება უკრაინას, რუსეთს, ევროპას და საერთაშორისო წესრიგის ძირითად ვალდებულებებსა და პრინციპებს, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში.

ეს არ არის დრო ლოდინისა და ყურების”, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

წინა სტატია,,ჩვენთვის იდეალური სცენარი იქნება, რომ ჩვენი მოქალაქე უკრაინაში წამოვიყვანოთ.” – უკრაინის რადას ფრაქციიის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიააშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური