ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს- აქცია ზუგდიდში

0
324

ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე ზუგდიდელების საინიციატივო ჯგუფისა და მოძრაობა ,,ხმის” ორგანიზებით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლას ფასიანს ხდის – საპროტესტო აქცია გაიმართა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება. დაწესდება აბონემენტები და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით მხოლოდ ისარგებლებენ: ომის მონაწილეები; პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.

წინა სტატიამადლობა ამერიკელ მოსამართლეებს, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია – ნონა გაფრინდაშვილი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური