მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა

Published on

რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციის საფრთხის ფონზე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში  წერს, ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული ქმედებები, ასევე უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა.

მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან. განვიხილეთ დეესკალაციის ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა და შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჯო ბაიდენმა კრემლი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთი “გადამწყვეტ პასუხს გასცემს”.

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს პრინციპი “არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...