მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არაა - NDI

მოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არაა – NDI

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არაა.

კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? პასუხები შემდეგია:

დიახ – 39%
არა – 50%
არ ვიცი – 11%
გარდა ამისა, NDI-ის კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. კვლევა 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის
მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...