17 484 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი – 27 იანვრის კოვიდსტატისტიკა

0
218

საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 27 ადამიანი, 3 699 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 73 250 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 44 185 ტესტით, ხოლო 29 065 PCR-ით. 26 იანვარს აიცრა 8 630 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 23,87%-ია, ბოლო 14 დღის – 16,51%-ია, 7 დღის – 20,58%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 110 168 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 981 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 840 კი გარდაიცვალა.

წინა სტატიამახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი
შემდეგი სტატიარუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან – სტოლტენბერგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური