მთავარისიახლეებიუკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი წუხელ ჩავიდა

უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი წუხელ ჩავიდა

Published on

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე თვითმფრინავი ჩაფრინდა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განუცხადა.

„საერთაშორისო ტექნიკური დახმარება ამერიკისგან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკვე უკრაინაშია. ამ დროისთვის „ბორისპოლის“ აეროპორტში აღნიშნულ პარტიას ხვდებიან კოლეგები თავდაცვის სამინისტროდან და ამერიკის საელჩოდან. ეს არის თანამედროვე აღჭურვილობა და თავდაცვისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები“ , – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ამერიკამ ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით, 200 მილიონი დოლარი გამოყო.

22 იანვარს უკრაინაში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც თავდაცვითი დახმარების რამდენიმე პარტიიდან ერთ-ერთი პაკეტი ჩაიტანა.

მეორე პარტია ამერიკიდან უკრაინაში 23 იანვარს ჩაიტანეს, რომელიც მოიცავდა 80 ტონა თავდაცვით იარაღს.

სიახლეები

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...